“მედიათავისუფლება საქართველოში - მზია ამაღლობელის საქმე” - ამ სახელწოდებით 18 ივნისს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება. კენჭს უყრიან რეზოლუაციასაც, რომელიც აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლების მოწოდებას მოიცავს. კონკრეტული ევროპარლამენტარები მკაფიოდ ამბობენ, რომ საქართველოში ვითარება კრიტიკულია და აუცილებელია სანქციები „ქართული ოცნების“ ქმედებების პასუხოდ.