თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტიურად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები იმ პოლიტიკოსების, რომლებიც პასუხისგებაში ან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაძე გამოუცხადებლობის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე მისცეს. სასამართლოში გიორგი ვაშაძის მხრიდან საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე მსჯელობენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც დაკისრებული გირაო გადაიხადა, პატიმრობის შეფარდებას არ გამორიცხავს. რაც შეეხება, პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას საქმეს, სასამართლო გადაწყვეტილებას 19 ივნისს გამოაცხადებს.
სასამართლოში გიორგი ვაშაძის მხრიდან საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე მსჯელობენ - რას აცხადებს გიორგი ვაშაძე