„პერსონალური შურისძიების მორიგი მცდელობა“ - ასე აფასებენ გახარია საქართველოსთვის გუნდში, მათი ლიდერის პალამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარებას. კომისიის წევრები გიორგი გახარიასგან დამატებით პასუხებს ითხოვენ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების საქმისა და მისი ოპოზიციური პარტიის საერთაშორისო პოარტნიორებთან ურთიერთობიის საკითხზე. პარალელურად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით,პროკურატურაში ვახტანგ გომელარის შემდეგ გამოკითხვაზე მივიდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე. გომალურის მსგავსად ისიც მიიჩნევს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა ესკალაციის საფრთხე“ იყო. არადა ექსპრემიერის თანაგუნდელები ირწმუნმებიან, რომ 2019 წელს საგუშაგოს განთავსების საკითხზე ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა.