ამასობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საქმეების განხილვა იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა, რომლებმაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. ამჯერად სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის,გიორგი ვაშაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ოპოზიციონერ პოლიტიკოს შეფარდებული გირაო გადახდილი აქვს. ვაშაძეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლოს განაჩენი საქმეზე საპატიმრო სასჯელი იქნება.