აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იზიარებს მსოფლიო ლიდერების აზრს, რომ ისრაელსა და ირანს შორის სიტუაციის დეესკალაცია დაუყოვნებივ უნდა მოხდეს. ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება, ისევე როგორც მისი ჩართულობით ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერებმა შეძლეს სწრაფად გადაწყვეტილების მიღება კონფლიქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობის მიღწევა მალე მოხდება.