ისრაელ-ირანის კონფლიქტში გასულ ღამეს დაზარალებულთა რიცხვმა კიდევ უფრო იმატა - იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი, მოადგილე ჰასან მოჰაკეკი და გენერალი მოჰსენ ბაღერი - Palitra News

ისრაელ-ირანის კონფლიქტში გასულ ღამეს დაზარალებულთა რიცხვმა კიდევ უფრო იმატა - იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი, მოადგილე ჰასან მოჰაკეკი და გენერალი მოჰსენ ბაღერი

2025-06-16 09:25:00+04:00

ისრაელ-ირანის კონფლიქტში გასულ ღამეს დაზარალებულთა რიცხვმა კიდევ უფრო იმატა. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი, მოადგილე ჰასან მოჰაკეკი და გენერალი მოჰსენ ბაღერი. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმებს, პარასკევის შემდეგ, 224 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 000 მდე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. გავრცელებული ინფორმაციით ისრაელის ცენტრალურ ნაწილში სამი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. სარაკეტო შეტევამ ცენტრალურ ისრაელში სულ მცირე ორი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. ისრაელის ელექტროენერგიის კორპორაციის ცნობით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი ელექტრო ქსელი დააზიანა.