"ზეგი" - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა - Palitra News

"ზეგი" - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

2025-06-16 09:23:15+04:00

"ზეგი" - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალი - დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს მოიცავდა. 3 დღის განმავლობაში ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა არაერთ თემაზე ისაუბრეს. სესიები კაფე ონორეს სხვადასხვა სივრცეში მოეწყო - მსოფლიოს ახალი პერსპექტივები, პოლიტიკა, ეკონომიკა, გენდერული თანასწორობა და ქალთა ლიდერობა, მხატვრობა, ფილოსოფია, არქიტექტურა, მედია, ფოტოგრაფია, კინო და მედიცინა - ეს ის საკითხებია, რაზეც ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა. ღონისძიების ფარგლებში საზოგადოების წინაშე 120-ზე მეტი მომხსნებელი წარსდგა.