ჩორჩანას ეპიზოდის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. მათი თქმით, ეს საქმე რუსეთის ინტერესებშია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ “ქართულ ოცნებას” მიზნად ყველა პოლიტიკური ოპონენტის დევნა აქვს განზრახული, რაც როგორც ამბობენ, რეჟიმის სისუსტეზე მიუთითებს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჩორჩანას ეპიზოდის შესწავლა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება.