ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო, 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა. გამოცემა რადიო თავისუფლება იუწყება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 14 ივნისს გაუქმდა 15 ავიარეისი, მათ შორის, აბუ-დაბის, შარჟის, ერბილის, დელის, დუბაისა და თელ-ავივის მიმართულებით. 4 რეისი გაუქმდა ბათუმის აეროპორტიდან, მათ შორის, ორი ისრაელის, ერთი ირანისა და ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით. როგორც ცნობილია, ავიარეისები თბილისიდან და ბათუმიდან გაუქმდა 13 ივნისსაც. გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები არ შესრულებულებულა 16 მიმართულებით.