ზეგი- ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალი - დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს მოიცავს. ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრები სხვადასხვა თემებზე საუბრობენ. მსოფლიოს ახალი პერსპექტივები, პოლიტიკა, ეკონომიკა, გენდერული თანასწორობა და ქალთა ლიდერობა, მხატვრობა, ფილოსოფია, არქიტექტურა, მედია, ფოტოგრაფია, კინო და მედიცინა -ეს არის საკითხები რაზეც ისინი ყურადღებას ამახვილებენ. 120-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი, მწერალი და ბესტსელერი წიგნის "The Moth and the Mountain" ავტორი ედ სიზარი.