ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - „ქართული ოცნების“ მიერ ნიკა გვარამიას დაკავებას მკაცრად ვგმობთ - Palitra News

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - „ქართული ოცნების“ მიერ ნიკა გვარამიას დაკავებას მკაცრად ვგმობთ

2025-06-14 14:34:18+04:00

„ქართული ოცნების“ მიერ ნიკა გვარამიას დაკავებას მკაცრად ვგმობთ, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ხელმძღვნაელის, ნიკა გვარამიას დაკავებას. ევროკავშირმა რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს“, - ნათქვამია განცხადებაში.