პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული დაახლოებით 20-მდე პირიდან რამდენიმე უკვე დაჯარიმდა. კანონის ძალაში შესვლასა და მოქალაქეების დაჯარიმებას ოპოზიციური პარტიები სიტყვისა და გამოხატვის უფლებების შეზღუდვას უკავშირებენ და ამბობენ რომ მმართველი პარტია კანონპროექტით დემოკრატიის პრინიციპებს არღვევს. ოპონენტების მოსაზრებებს საკუთარ არგუმენტებს უპირისპირებენ მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენა გარედან დაფინანსებულია, ხოლო კრიტიკული აზრის გამოხატვა შეურაცხმყოფელი ფორმით - მიუღებელი.