პოლიტიკოსი ნიკა გვარამია კოალიცია ცვლილებებისთვის გუნდის მესამე, ხოლო ოპოზიციურ სივრცეში მეოთხე ოპოზიციონერია, რომელსაც დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა - Palitra News

პოლიტიკოსი ნიკა გვარამია კოალიცია ცვლილებებისთვის გუნდის მესამე, ხოლო ოპოზიციურ სივრცეში მეოთხე ოპოზიციონერია, რომელსაც დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა

2025-06-14 13:26:41+04:00

პოლიტიკოსი ნიკა გვარამია კოალიცია ცვლილებებისთვის გუნდის მესამე, ხოლო ოპოზიციურ სივრცეში მეოთხე ოპოზიციონერია, რომელსაც დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა. ნიკა გვარამიას პატიმრობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტებთან ერთად, ოპოზიციონერ პოლიტიკოს მხარდაჭერა გამოუცხადეს საერთაშორისო პარტნიორების ნაწილმაც. ისინი ქართული ოცნების დასანქცირებას ითხოვენ.