ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს - როგორ მიმდინარეობდა დღევანდელი სასამართლო პროცესები - Palitra News

ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს - როგორ მიმდინარეობდა დღევანდელი სასამართლო პროცესები

2025-06-13 20:29:44+04:00

ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს , დაკითხეს 4 მოწმე და გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებები. დღევანდელ პროცესზევე ადვოკატებმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. უფლებამდამცველებმა ნინო გალუსტაშილის, როგორც მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანეს და განმარტეს, რომ მან გუშინ 21 წლის მათე დევიძისთვის გამოტანილი განაჩენით პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიმართ კრიტიკა გამოხატეს თავად ბრალდებულებაც.