გირაოს პატიმრობით შეცვლიდან მალევე ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში თავად მივიდა - Palitra News

გირაოს პატიმრობით შეცვლიდან მალევე ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში თავად მივიდა

2025-06-13 20:19:44+04:00

გირაოს პატიმრობით შეცვლიდან მალევე ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში თავად მივიდა. 112-ში დარეკა და პატრული თავად გამოიძახა. გვარამიას ხელბორკილები ადგილზევე დაადეს. ის მეოთხე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებით, ადვოკატებმა დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე არც შესავალი სიტყვა თქვეს და მოწმესთვის არც კითხვები დაუსვამთ. ოპოზიცია ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს, ქართული ოცნება კი ირწმუნება, რომ ხელისუფლება კანონის ფარგლებში მოქმედებს.