ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა გვარამია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ გუნდის მესამე წევრია, რომელსაც დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.