რას პასუხობენ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს გადაწყვეტილებას - Palitra News

რას პასუხობენ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს გადაწყვეტილებას

2025-06-13 15:32:43+04:00

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება, რომლის თანახმად, მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერისთვის განკუთვნილი საგრანტო წინადადება უქმდება, კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. პარლამენტის თავმჯდომარე, საელჩოს დაფინანსებების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ უცხოური დაფინანსების 90% რევოლუციურ სცენარში, ზიზღის კამპანიაში, საზოგადოების გახლეჩის მცდელობასა და პოლარიზაციის გაღრმავებაში მიდიოდა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით კი - საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ მმართველ პარტიას ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალე გარემოში ჩატარების მზაობა არ აქვს. რას პასუხობენ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს?!