კახა კალაძე - ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ფიზიკურად გავუსწორდეთ - ერთმანეთის მიმართ სიყვარულს არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა უნდა გვქონდეს - Palitra News

კახა კალაძე - ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ფიზიკურად გავუსწორდეთ - ერთმანეთის მიმართ სიყვარულს არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა უნდა გვქონდეს

2025-06-13 15:31:29+04:00

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფა იკვეთებოდა. პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის საქმეზე საჩივარი დაახლოებით 20 ადამიანის წინააღმდეგ არის შეტანილი. გადაწყვეტილება რამდენიმე პირის შემთხვევაში უკვე გამოცხადდა. ვის განესაზღვრა სასჯელის სახედ ჯარიმა და როგორია შეფასებები პოლიტიკურ სივრცეში?!