ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ირანს შორის ვითარება უკიდურესად იძაბება. ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, რომლის ფარგლებშიც, ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, რომ ისრაელმა ირანში 200 მოიერიშე თვითმფრინავით 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირები დაიჭრნენ და დაიღუპნენ - დადასტურებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაიღუპა ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი დაიღუპა.
ამის საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 100 დრონი გაუშვა.