საქართველოს ბაზარზე მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული კომპანია Acrow Bridge-ი შემოდის - Palitra News

საქართველოს ბაზარზე მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული კომპანია Acrow Bridge-ი შემოდის

2025-06-13 12:24:51+04:00

საქართველოს ბაზარზე მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული კომპანია Acrow Bridge-ი შემოდის, რომელიც სპეციალიზებულია მოდულარული ფოლადის ხიდების წარმოებაში. კომპანია ამჟამად წარმოდგენილია მსოფლიოს 150 ქვეყანაში და სხვადასხვა ბაზრისთვის უკვე ათასობით მაღალხარისხიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ხიდი აქვს მიწოდებული. საქართველოში Acrow-ს ოფიციალური პარტნიორი და ადგილობრივი წარმომადგენელი ქართული კომპანია Infra Construction-ი გახდა. Acrow Bridge-ი და Infra Construction-ი პარტნიორობის ფარგლებში გეგმავენ, ადგილობრივ ბაზარზე ინოვაციური, მოდულარული ხიდების შემოტანას. აღნიშნულ თანამშრომლობასტან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოში უკვე გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ კომპანიების საქმიანობისა და შეთავაზებული პროდუქტების შესახებ.