პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ბრიტანეთის საელჩოს გაასაჯაროოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვის და რა თანხით აფინანსებდა საელჩო გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მიმართავს ყველა იმ პირს, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საელჩომ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისთვის გამოყოფილი გრანტი გააუქმა, „ქართული ოცნების“ ლიდერები ბრიტანეთის ელჩს აკრიტიკებენ. თავის მხრივ, ბრიტანეთის საელჩო ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს, თუმცა მმართველი ამ კრიტიკას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ.