ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, რომლის ფარგლებშიც, ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა - Palitra News

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, რომლის ფარგლებშიც, ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა

2025-06-13 09:25:30+04:00

ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, რომლის ფარგლებშიც, ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა. ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება, ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებაც.

ისრაელის იერიშის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი დაიღუპა. სალამი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. როგორც „სიენენი“ წერს, ჰოსეინ სალამი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

ისრაელთან ბოლო დღეებში დაძაბულობის ზრდასთან ერთად, სალამიმ განაცხადა, რომ ირანი „სრულიად მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის, სიტუაციისა და გარემოებისთვის“.