ემუქრება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე? - Palitra News

ემუქრება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე?

2025-06-13 09:22:09+04:00

ემუქრება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე? პოლონეთის პრემიერის, განცხადების შემდეგ საკითხს პოლიტიკური პარტიები აქტიურად განიხილავენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ყურადღებას მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებზე ამახვილებენ. მათი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულიყო. ამასთანავე, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აქტიურად საუბრობენ. მესამე სექტორის განცხადებით, თუკი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეექმნება, ამაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.