„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლოში დღევანდელ პროცესზე გამოცხადებას არ აპირებს. დღევანდელი პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით აქვს წაყენებული, რაც კანონის მიხედვით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამასთანავე, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომელიც მან არ გადაიხადა.