დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. საელჩოს ცნობით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებისთვის გაღებული ფინანსური მხარდაჭერის უკან, ქვეყანაში კონკრეტული პოლიტიკური პროცესების, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსება იდგა. ბრიტანეთის საელჩოს განცხადებამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გაუმყარა რწმენა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უსამართლო გარემოში ჩატარდება.