როგორ აფასებენ მმართველ გუნდში პაველ ჰერჩინსკის განცხადებას - Palitra News

როგორ აფასებენ მმართველ გუნდში პაველ ჰერჩინსკის განცხადებას

2025-06-12 15:31:28+04:00

შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერდეს?! - ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ არსებობს შეკითხვა, დამსახურებულია თუ არა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რომლითაც საქართველო სარგებლობს. დიპლომატის თქმით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საპასუხო ნაბიჯების გადადგმაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მსჯელობენ. მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა არალეგალური მიგრაციის რისკი შესამცირების კონტექსტში, მათ შორის საქართველოსთან, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ან შეზღუდვა ახსენა. პოლონური მხარის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს უკვე მოჰყვა შეფასებები მმართველ გუნდშიც. რას პასუხობენ უმრავლესობის წევრები საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს?!