პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებსა და ბრალდებულის მხარდამჭერებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრება აქვთ დაანონსებული. ამ წუთებში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.