2024 წელს საქართველოში 236 მლნ ლიტრი ღვინო აწარმოეს - Palitra News

2024 წელს საქართველოში 236 მლნ ლიტრი ღვინო აწარმოეს

2025-06-12 13:54:00+04:00

2024 წელს საქართველოში 236 მლნ ლიტრი ღვინო აწარმოეს. სხვათა შორის, არა მხოლოდ წარმოებაში ვართ მაგრები, არამედ დალევაშიც. არც მეტი არ ნაკლები, ერთ წელიწადში 120 ლიტრი ღვინო დაგვილევია. ვის წილად რამდენი მოდის საერთო მოხმარებიდან თქვენთვის მომინდია ამის განსაზღვრა, მე კი ოგიყვებით რა თვქა ჩვენს შესახებ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ. მონაცემების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ღვინის წარმოება წლიურად 26.6%-ით გაიზარდა. ზოგადად, ორგანიზაციის შეფასებით, გასული წელი საქართველოს ისტორიაში ღვინის წარმოების მხრივ რეკორდული იყო, რასაც ხელი ამინდმაც შეუწყო.

როგორც აღვნიშნეთ, 2024 წელს საქართველოში ღვინის მოხმარებამ 120 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც წლიურად 28.2%-იანი ზრდაა. ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 29-ე ადგილზე ვართ. ისე კარგი იქნებოდა ასეთი მოწინავე პოზიცია სხვა მიმართულებითაც რომ გვეკავოს, მაგალითად მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე, ან თუნდაც დემოკრატიის განვითარებიბს ინდექსით. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგაიზაციის შეფასებით, საქართველოში ვენახები დაახლოებით 50 ათას ჰექტარზეა გაშენებული, რაც წლიური 0.4%-იანი ზრდის მაჩვენებელია, რითაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 26-ე ადგილზეა.