მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე შეამცირა - Palitra News

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე შეამცირა

2025-06-12 13:48:02+04:00

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე შეამცირა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირდა.

წინა პუბლიკაციით მსოფლიო ბანკი მშპ-ს 6%-იან ზრდას ელოდებოდა.

ამასთანავე, განახლებული პროგნოზით, მსოფლიო ბანკი მოელის, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება და 2026 და 2027 წლებში 5%-ის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ბანკი 2025 წელს სომხეთში 4%-იან, აზერბაიჯანში 2.6%-იან, თურქეთში 3.1%-იან და რუსეთში 1.4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.