აშშ-ში საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციები გრძელდება - ლოს-ანჯელესში 6 ივნისიდან დღემდე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. არეულობის დროს, ქალაქში 23 ბიზნეს-ობიექტი გაიძარცვა, ვანდალიზმით მიყენებული ზიანის ოდენობა კი მილიონობით დოლარს აღწევს. ბოლო 4 დღის განმავლობაში, კალიფორნიიდან დაწყებული პროტესტი გაფართოვდა და 13 შტატი მოიცვა. ათობით ათასი მომიტინგე საიმიგრაციო რეიდების შეჩერებას ითხოვს, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს აშშ-ის პრეზიდენტი. - რა დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციის შესახებ.