ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. წყალმომარაგების სისტემის სრულმასშტაბიან განახლებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუშაობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 40 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელის და 13 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური მილის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის რეზერვუარებს, ასევე კრიხისა და სხვას სათავე ნაგებობებს. მოეწყობა თანამედროვე წყლის გამწმენდი ნაგებობაც. პროექტის დასრულების შედეგად, ამბროლაურის მოსახpლეობა, დაახლოებით, 4,200 ბენეფიციარი 24-საათიანი, ლწყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.