რა განაჩენს გამოუტანს მოსამართლე 21 წლის მათე დევიძეს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან? - გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზეა დანიშნული. მანამდე სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი 4 მოწმე უნდა დაკითხონ.