"ამაოების ბაზარი" მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მწერლის უილიამ თეკერეის რომანია, რომლის წერაც ავტორმა 1844 წელს დაიწყო, თუმცა რომანის ზოგიერთ დეტალზე მუშაობას გაცილებით ადრე, 1841 წლიდან შეუდგა. ამაოების ბაზარი თავდაპირველად სერიებად გამოიცემოდა, ის დაიბეჭდა 20 ნაწილად, საბოლოოდ კი რომანი 1848 წლის ივლისში ერთ წიგნად გამოიცა.ნაწარმოების პერსონაჟთა ცხოვრება, მეცხრაეტე საუკუნის ევროპაში მიმდინარე ისტორიული მოვლენების ფონზე ვითარდება და სამი ოჯახის, ლონდონელი სოვდაგრების ჯონ სედლის და ჯონ ოსბორნის, ასევე აზნაურ სერ პიტ კროულის ამბავს მოგვითხრობს.
ნაწარმოებში მოქმედება პინკერტონის გოგონათა აკადემიიდან იწყება , სადაც მთავარი მოქმედი გმირები რებეკა შარპი და ემილია სედლი სწავლას ასრულებენ. რებეკა მომხიბვლელი , ცბიერი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საზოგადოებაში გზა გაიკვლიოს და ამისათვის ყველანაირ ხერხს მიმართავს. ემილია სედლი კი მეგობრისგან რადიკალურად განსხვავებული გულკეთილი ახალგაზრდა გოგოა რომელიც პატარაობიდანვე დანიშნულია კაპიტან ჯონ ოსბორნზე. გოგონები სწავლის დასრულების შემდეგ ემილიასთან სახლში , რასელ სქვერში მიემგრავრებიან. თუმცა რებეკა მელევე ემშვიდობება სედლების ოჯახს და მუშაობას იწყებს უხეშ და თავაშვებულ სერ პიტ კროულთან , სადაც ის საიდუმლოდ ქორწინდება მის უმცროს ვაჟიშვილზე , რომელიც ამ ქორწინების გამო მდიდარი მამიდისგან მემკვიდრეობის გარეშე რჩება. ემილიას ცხოვრებაში სირთულეები იწყება , მამამისის გაკოტრების შემდეგ ირღვევა კავშირი სედლებისა და ოსბორნების ოჯახებს შორის. ჯონ ოსბორნს მამამისი გაკოტრებული კაცის ქალიშვილზე ქორწინების უფლებას არ აძლევს , მიუხედავად წინააღმდეგობისა ახალგაზრდა მამაკაცი მაინც ირთავს ცოლად ემილიას რის გამოც ისიც რჩება მემკვიდრეობის გარეშე.
გამომდინარე იქიდან , რომ ნაწარმოებში არ არის არცერთი დადებითი პერსონაჟი, ავტორი მას მეორე სახელწოდებით , „რომანი გმირების გარეშე“ მოიხსენიებდა. უილიამ თეკერეის ინგლისელ მწერალთა ბრწყინვალე ხუთეულის წევრად მიიჩნევენ , თუმცა ის ინგლისელ საზოგადოებამდე რუსმა მკითხველმა ფსევდონიმით მიხეილ ტიტმარში გაიცნო. პირველად თავისი ნამდვილი ვინაობა კი მწერალმა ფართო საზოგადოებას რომან ამაოების ბაზარით გაუმხილა. ცნობილია ასევე , რომ თეკერეი წერის გარდა ხატვითაც იყო დაკავებული , ის ზოგიერთი მისი ნაწარმოებისთვის თავადვე ქმნიდა ილუსტრაციებს და ერთ-ერთი ნახატი მან თავისი ცნობილი ნაწარმოების გარეკანისთვისაც შექმნა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.