აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმება შედგა - Palitra News

აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმება შედგა

2025-06-12 09:37:35+04:00

აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმება შედგა - ორ დღიანი მოლაპარაკების შემდეგ დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმების მიხედვით ამერიკა საჭირო იშვიათ მინერალებს მიიღებს, ჩინელი სტუდენტები კი ამერიკულ სასწავლებლებში განათლების მიღებას შეძლებენ. აშშ-ის ლიდერი ორ ქვეყანას შორის არსებულ ტარიფებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ჩინურ პროდუქციაზე 55%იანი ტარიფი იმოქმედებს, ჩინეთი კი აშშ-ის პროდუქციაზე 10%იან ტარიფს დააწესებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჩინეთს სავაჭრო მოლაპარაკებებში საიმედო პარტნიორობისკენ მოუწოდა. შეხვედრის ორგანიზებაზე დონალდ ტრამპი და სი ძინპინი 5 ივნისს სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.