საქართველოს პრემიერ-მინისტრის მორიგი ვიზიტი უნგრეთში და კიდევ ერთი შეხვედრა ვიქტორ ორბანთან. 2 ქვეყნის პრემიერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის არსებული პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკეს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ირაკლი კობახიძის მმართველობის დამსახურებით ქვეყანას არნახული ეკონომიკური წინსვლა აქვს. საქართველოს პრემიერმა კი ორბანს სამაგალითო ლიდერი უწოდა და ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების იმედი გამოთქვა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, საქართველოს პრემიერი მხოლოდ უნგრეთის ხელისუფლებას ხვდება, რაც დასტურია იმისა, რომ ქვეყანა დასავლური სამყაროსგან იზოლირებულია