ემუქრება თუ არა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ უვიზო რეჟიმს საფრთხე - Palitra News

ემუქრება თუ არა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ უვიზო რეჟიმს საფრთხე

2025-06-12 09:34:44+04:00

ემუქრება თუ არა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ უვიზო რეჟიმს საფრთხე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. ტუსკმა საქართველოს შესახებ პოლონეთის პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. მან საკანონდებლო ორგანოში ყურადღება არალეგალურ მიგრაციაზე და მის მავნე შედეგებზე გაამახვილა. პოლონეთის პრემიერის განცხადებას მალევე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები პოლიტიკურ საქართველოში. ხელისუფლების ოპონენტები და ექსპერტები ამბობენ რომ რიგი ევროპელი ლიდერების მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ საუბრის დაწყება საგანგაშოა.