თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის პროცესი, სრულად დაიხურა - ამის მიზეზი პროცესზე დამსწრე საზოგადოების რეპლიკები იყო. სხდომათა დარბაზში მყოფებმა საქმის პროკურორს თავხედი და უზრდელი უწოდეს. ამასთანავე, პროცესზე ჯერ პირველი მოწმე იკითხება და დაგეგმილია კიდევ 2 მოწმის დაკითხვა. დღეს ასევე გაიმართა ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 3 მოწმე დაიკითხა. როგორ წარიმართა დღევანდელი სასამართლო პროცესები?