ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვე რჩება, თუმცა მთავარი შეკითხვა კვლავ პასუხგაუცემელია - მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია აღნიშნულ პროცესში. ერთი მხრივ, კრიტიკა მმართველი პარტიის მიმართ და ის არგუმენტი, რომ არჩევნები მხოლოდ ფორმალობას წამოადგენს, ხოლო მეორე მხრივ, აზრთა სხვადასხვაობა თავად ოპოზიციურ სივრცეში. „ქართული ოცნებაში“ მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებისთვის უკვე ეხმადებიან და საკუთარ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ ამ პროცესში ისინიც ჩაერთონ.