საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქტივისტ თემურ ქათამაძის თურქეთში გადაიყვანას ეხმაურება. „ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, თემურ ქათამაძემ ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით არ ისარგებლა და იგი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, იძულების წესით გააძევეს. ამის საპირისპიროდ აქტივისტის მეუღლე ნინო კაკულია აცხადებს, რომ საქმეში ბევრი კანონდარღვევაა. თავად აქტივისტი მის მიმართ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. თემურ ქათამაძის ბათუმში მეორედ დაკავებისას, პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.