ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ქალაქში უკანონო შეკრების ადგილას, საპროტესტო აქციის დაშლისას, მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო და ათობით ადამიანი დააკავეს - Palitra News

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ქალაქში უკანონო შეკრების ადგილას, საპროტესტო აქციის დაშლისას, მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო და ათობით ადამიანი დააკავეს

2025-06-11 12:24:33+04:00

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ქალაქში უკანონო შეკრების ადგილას, საპროტესტო აქციის დაშლისას, მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო და ათობით ადამიანი დააკავეს. ლოს-ანჯელესის ცენტრში, იმ ნაწილებში, სადაც დემონსტრაციები იმართება, ე.წ. „კომენდანტის საათი“ დააწესეს. ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 000 ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. კალიფორნიის გუბერნატორმა ეს ნაბიჯი შტატის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.