შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებები ერთ-ერთი მთავარი თემაა. მმართველი გუნდი გადაადგილებებს უწყების მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებით ხსნის და ახალი მინისტრის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარებათ. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, საკადრო ცვლილებები, საერთაშორისო სანქციებმა გამოიწვია. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახალი მინისტრის გადაწყვეტილებებმა, "ქართულ ოცნებაში" არსებული კრიზისი გამოავლინა.