თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა

2025-06-10 21:45:22+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. აღსანიშნავია, რომ სხდომათა დარბაზში ერთ-ერთი მოწმის ჩვენებას ბრალდებულთა მხრიდან საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ამასთანავე, დღეს ასევე გაიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის პროცესიც, რომელზეც ერთ-ერთი მოწმე დაიკითხა.