აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებით, საქართველომ აშშ-სგან აგრემანი, იგივე ოფიციალური თანხმობა 4 ივნისს მიიღო, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ თამარ ტალიაშილი უმოკლეს პერიოდში ვაშინგტონში გაემგზავროს და საქართველოსა და შტატებს შორის არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში დაიწყოს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები უნდა განხორციელდეს არა პიროვნებებისა და თანამდებობების, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე.