„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა მიუსაფარი, უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენციას ეხება. საკანონმდებლო ინიციატივაზე ისევ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა და თქვა, რომ მიიღებენ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა, ხოლო მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი. შესაბამისად, ძაღლის „უპატრონოდ მიგდება“ მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება დასჯადი. როგორც ირკვევა, საქართველოს მასშტაბით 300 000-დან 350 000-მდე უპატრონო ძაღლია და ფაქტობრივად შეუძლებელია იმის მიკვლევა და დადგენა, როგორ აღმოჩნდნენ ისინი ქუჩაში. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კი სწორედ ამ მიმართულებით ელექტრონულ პროგრამის შექმნასა და მარეგულირებელი კანონის მიღებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი, ვისაც ძაღლი ჰყავს, ვალდებული იქნება, მისი ე.წ. დაჩიპვა მოახდინოს, რათა შემდეგ გარეთ დარჩენილი ცხოველის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი. ხოლო უპატრონოდ ძაღლის ქუჩაში მიტოვება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება.