მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. სწავლება ორ ფაზად ჩატარდა. მიმდინარეობას საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ და აფასებდნენ. წვრთნა-შეფასების პროგრამის მიზანს ქვედანაყოფის ტაქტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება და შეფასება წარმოადგენდა.
კულმინაციური სწავლება ბატალიონმა ვაზიანის ტერიტორიაზე ჩაატარა, სადაც ტაქტიკურმა ჯგუფმა შეყოვნების, წმენდის, ზურგში ჩარჩენისა და თვითგადარჩენის ოპერაციები ჩაატარა.