შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „სუბოტექსი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „კოდეინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, ისრაელის და ეგვიპტის მოქალაქეები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.