მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. გაძევებულთა შორის არიან - თურქეთის, რუსეთის, ეგვიპტის, ირანის, თურქმენეთის, კოლუმბიის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიისა და ნიგერიის მოქალაქეები. უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.