კომუნიკაციების კომისიამ, კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართა - Palitra News

კომუნიკაციების კომისიამ, კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

2025-06-10 09:41:04+04:00

კომუნიკაციების კომისიამ, კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებში „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“, „სქაიტელის“, ასევე, მცირე და საშუალო ოპერატორებისა და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრების მიზანი ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესწავლაა.