ირაკლი ზარქუა - რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! - თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო - ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს - Palitra News

ირაკლი ზარქუა - რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! - თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო - ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს

2025-06-09 15:17:00+04:00

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მეუღლე კოტე იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. დაბარებას წინ უსწრება ბოკუჩავას ბრიფინგი, სადაც მან დეტალურად ისაუბრა თუ რა უსწრებდა წინ მისი მეუღლის ვიდეოს, სადაც ის ბოდიშს იხდის უტა ივანიშვილთან დაკავშირებით 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო,. ბოკუცავას ინფორმაციით, ვიდეოს ჩაწერანდე კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, კოტე იოსელიანის გატაცების მხოლოდ საბაბია და რეალური მიზეზი მისი , როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაშინება და გაჩუმებაა. ოპონენტები თინა ბოკუჩავას განცხადებაზე ისეთივე სწრაფ რეაგირებას ელოდებიან, როგორც მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის შემთხვევაში მოხდა.