საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის ოლეგ ბარციცის განცხადებას, ოპოზიციურ სივრცეში ეხმაურებიან - Palitra News

საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის ოლეგ ბარციცის განცხადებას, ოპოზიციურ სივრცეში ეხმაურებიან

2025-06-09 09:29:49+04:00

საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის ოლეგ ბარციცის განცხადებას, ოპოზიციურ სივრცეში ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოსგან “აღიარებას” ელოდება, რაც როგორც აღნიშნეს, დაუშვებელია. ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის დავალებით მოქმედებს. ოკუპირებული აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას აგრძელებს, სადაც თავის მოთხოვნებს დააფიქსირებს, ასევე ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებების სხვა ქვეყენაში გადატანასაც განიხილავს.